ლიტერატურული კონკურსი"წერო"იწყება
ლიტერატურულ კონკური „წერო“, ელექტრონული წიგნების ვებ–გვერდის „lit.ge“-ის მეშვეობით, ინტერნეტ სივრცეში განხორციელდება. ამის შესახებ კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ლიტერატურული კონკურსი „წერო“ ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე საუკეთესო ნაწარმოებებს გამოავლენს კონკურსის 7-კაციანი ჟიური (ჟიურის წევრები არიან მწერლები, რედაქტორები, კრიტიკოსები) მეორე ეტაპზე, 1-დან 10 დეკემბრის ჩათვლით კი შერჩეულ ნაწარმოებებს შეაფასებს მკითხველი, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მკითხველებს საშუალება ექნებათ კონკურსის გვერდზე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაწარმოებების შესახებ. ყველაზე აქტიური მკითხველები დასაჩუქრდებიან ელექტრონული მაღაზია lit.ge-ის ვაუჩერებით. პირველ, მეორე და მესამე ადგილოსნებს ფულადი პრემიები გადაეცემათ:პირველი პრემია: ლიტერატურული პრემია "წერო" და 3000 ლარი. მეორე პრემია: 2000 ლარი მესამე პრემია: 1000 ლარი.
კონკურსში
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისათვის საჭიროა lit.ge-ს
შესაბამის გვერდზე დარეგისტრირება და 3-დან 24 ნოემბრამდე 5-10 გვერდიანი
საკონკურსო ნაწარმოების გამოქვეყნება. კონკურსანტმა ნაწარმოებს უნდა დაურთოს მცირე
ანოტაცია და მიუთითოს ჟანრი. ავტორის ვინაობა აუცილებელია მითითებული იყოს
შესაბამის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები არ მიიღება. კონკურსის
მიმდინარეობისას, ავტორის ვინაობა იქნება დაფარული. ავტორს შეუძლია წარმოადგინოს
მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაწარმოები. საკონკურსო ნაწარმოები არ უნდა იყოს
გამოქვეყნებული ბეჭდვით გამოცემებში ან ინტერნეტ-სივრცეში.
გამარჯვებულთა ვინაობა 11 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში, დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდებ.ა
ლიტერატურული
კონკურსი „წერო“ ტრადიციულად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორი ელექტრონული წიგნების მაღაზია
“Lit.ge” და ფარმაცევტული კომპანია GPC-ია.
ავტორი: ნიუპრესი