|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებელთა ნაწილს დროებით შეეზღუდება

 სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში 5-7 ნოემბერს დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს. ამის შესახებ განცხადებას სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ავრცელებს,რომლის თანახმად:

 06 ნოემბერს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ავტოქარხანაში" დაგეგმილი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 11000 აბონენტს  ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებაში.

წყალტუბოში მ/ძ გადამცემ ხაზ „თერნალზე“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 5 ნოემბერს 12:00-16:00 სთ-მდე გამოირთვება ქ/ს „წყალტუბო-110“ და „საყდარი“, რის გამოც ელენერგიის მიწოდება მითითებულ საათებში შეუწყდება ქ. წყალტუბოს და სოფლებს გვიშტიბი, პირველი წყალტუბო, გუბისწყალი, თერნალი, ჩუნეში, ქვილიშორი, ცხუნკური, ყუმისთავი, მაღლაკი და ხომული.

მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ავტოქარხანაში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 6 ნოემბერს 10:00-17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს მაღლაკი, ფარცხანაყანები, კოპიტნარის დასახლება.

 05 ნოემბერს დაგეგმილია გაჩეხვითი სამუშაოების ჩატარება მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „ჩეროსუბანზე“, რის გამოც 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურის „ტყიბული-3“ მომხმარებლებს ქ. ტყიბულში და სოფლებში საწირე, ძიროვანი, დაბაძველი, მანჭიორი, ბზიაური. საერთო ჯამში, დაახლოებით 3000 აბონენტს.

06 ნოემბერს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „ოკრიბას“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამორტიზებული საყრდენის შეცვლა, რის გამოც 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურების „ხრესილისა“ და „ხრესილი-წევას“ მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური. საერთო ჯამში, დაახლოებით 1150 აბონენტს.

06 ნოემბერს გაჩეხვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოირთვება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „საქასრია“, რის გამოც 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურების „შროშას“, „ბოსლევისა“ და „დილიკაურის“ მომხმარებლებს სოფლებში ბოსლევი, ქვედა საზანოს ნაწილი, რკვია, ძირულა, პატარა განთიადი, დიდი განთიადი, შროშა, საწაბლე, დილიკაური. საერთო ჯამში, დაახლოებით 2600 აბონენტს.

 07 ნოემბერს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ჯიხაიშში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-17:00 საათამდე გამოირთვება მ/ძ ქვესადგურები „კულაში“ და „ჯიხაიში“, საიდანაც ელენერგია მიეწოდება სამტრედიის რაიონის სოფლებს კულაში, მიწაბოგირა, კვირიკე, ჩხენიში, ნინუაკუთხე, ნაბაკევი, ღანირი, ჭაგანი და დიდი ჯიხაიში (ჯამში, დაახლოებით 4350 აბონენტი).

უამინდობის შემთხვევაში დაგეგმილი სამუშაოები გადაიდება.

 

ავტორი: ნიუპრესი