|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტიქია აჭარაში

   აჭარის მაღალმთიან სოფლებში ამ დროისთვის  თოვლის საფარმა  1 მეტრს მიაღწია. მაღალმთიან აჭარაში 9 ათასი აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიიის გარეშე რჩება. მნიშვნელოვანი პრობლემებია შექმნილი გადაადგილების კუთხითაც. სოფლებში გამოძახებაზე მისვლა უჭირს სასწრაფო დახმარების მანქანებსაც. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხულოში დახმარებისათვის ბათუმიდან დამატებით 2 ბრიგადა გაიგზავნა, პაციენტების ტრანსპორტირებაში სასწრაფოს სწორედ აღნიშნული ბრიგადები დაეხმარენ.

  ოთხდღიანმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმშიც. დაიტბორა სახლები. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში მთელი ღამის განმავლობაში 25 გამოძახება დაფიქსირდა. 
   ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პარკი ვიზიტორებისთვის დაიხურა. შეზღუდვები ბაღის ტერიტორიაზე უამინდობის შედეგად განვითარებულ მეწყრულ პროცესებს უკავშირდება. ჭარბი ნალექის შედეგად ბოტანიკურ ბაღში სამხრეთ ამერიკის ფიტოგრაფიულ განყოფილებაში 10-მდე მცენარე დაზიანდა. მეწყერი მიახლოებულია ცენტრალურ გზასა და ბაღის სატრანსფორმატორო ქვესადგურთან.
   ამ დროისათვის სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი