|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხათუნა სამნიძე - "პრემიერის განცხადება, რომ თავდაცვის მინისტრთან კითხვები აქვს, ვფიქრობ, არასწორია"

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის შეფასებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ მას კითხვები აქვს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან არასწორია და ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან დაკავშირებით შეკითხვებს ბადებს.
როგორც სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან მიმართებაში, პრემიერ-მინისტრის არა მხარედ, არამედ პარტნიორად წარმოჩენა იქნება იმის საფუძველი, რომ არ გაჩნდეს კითხვები კოალიციის დაშლასთან ან პარტიების წასვლასთან დაკავშირებით. სამნიძის თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილვევლი საკითხი სწორედ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმე იყო და მას კიდევ უფრო გაუმყარდა რწმენა ირაკლი ალასანიასადმი, რომელიც თავისი თანამშრომლობის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

იხ. სრულად: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი