|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ალასანია:"ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე"

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ   სამინისტროს თანამშრომლების  დაკავებების პოლიტიკურ მოტივზე ისაუბრა.

ალასანია თქმით,  სამინისტროს თანამშრომელთა დაკავებები ისევ გრძელდება,  რასაც მხოლოდ  პოლიტიკური ახსნა აქვს: "აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული.   ჩვენ არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, მაგრამ  ბოლო დღეებში გვქონდა ეჭვი,  თუ რა საფუძველი იყო იმისი,  რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ ციხეში. ისინი არსად არ გარბოდნენ და საკმაოდ მაღალი თანამდებობების პირები ჩაუდგნენ თავდებში"- განაცხადა ალასანიამ. 

მისი თქმით,  ყველაფერი ეს წარმოშობს ეჭვს,  რომ საქმე გვაქვს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიასთან.

"მივმართავ პოლიტიკურ საბჭოს შევიკრიბოთ და გავარკვიოთ,  თუ საით მიყავს ამ მოვლენებს ქვეყანა"-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით,  "ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს   ევროატლანტიკურ  არჩევანზე."

მე გპირდებით,  რომ ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს და ვუერთგულებთ იმ იდეალებს,  რომლისთვისაც აგვირჩიეს 2012 წლის არჩევნებში.-განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში თავის თანაპარტიელებთან ერთად  გააკეთა. 

 

ავტორი: ნიუპრესი