|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში ახალი საბაგიროები აშენდება

ჭიათურაში ახალი საბაგიროები აშენდება, რომელიც ყოველდღიურად 10 ათას ადამიანს მოესახურება. ახალი საბაგიროს მეშვეობით ქალაქის ცენტრი ოთხ გარეუბანს დაუკავშირდება.
ჭითურაში საბაგიროების მშენებლობის პროცესი საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, რენო სალენსიმ დაათვალიერა:
„ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც საფრანგეთისთვის, ისე საქართველოსთვის. იგი საფრანგეთის ფინანსური პროტოკოლოს მეშვეობით ხორციელდება. მოხარული ვარ, რომ ჭიათურაში კეთდება საბაგირო გზები. მსაგვსი პროექტები ფინანსური პროტოკოლით არაერთხელ განხორციელებულა, მაგრამ ეს უშუალოდ ხალხს ემსახურება.“ - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.
ახალი საბაგიროს მშენებლობაში და შემდეგ მის ფუნქციონირებაში ადგილობრივები დასაქმდებიან.

ავტორი: ანა ჯიქია