ირაკლი ალასანია: "დღეს მე ვარ პოლიტიკოსი, რომელსაც ძალიან დიდი გეგმები აქვს"
"მე დღეს ვარ თავისუფალი მოქალაქე, აღარ ვარ საჯარო სამსახურში და ვარ პოლიტიკოსი, რომელსაც ძალიან დიდი გეგმები აქვს"-განაცხადა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი2"-ეთერში, გადაცემაში "არჩევანი".
გადავა თუ არა პოლიტიკურ ოპოზიციაში, ამის შესახებ "თავისუფალი- დემოკრატების" ლიდერი პოლიტსაბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადებს. ერთი კი მან ცალსახად აღნიშნა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" არსებული სახით ვეღარ იარსებებს.
ალასანია შეეხო ყოფილი პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობის აქამდე ტაბუდადებულ თემას და განაცხადა, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის უსაფუძვლო ბრალდებები მოითმინა კოალიციის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით, თუმცა უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ისიც აღიარა, რომ ივანიშვილთან დიდი ხანია, აღარ ურთიერთობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა