საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა თანამდებობა დატოვეს
საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა თანამდებობა დატოვეს. ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. მასთან ერთად პოსტები დატოვეს დავით ზალკანიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, ლევან გურგენიძემ და დავით ჯალაღანიამ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება პოსტების დატოვების შესახებ. მე ასევე ვტოვებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ რიგებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა საქართველოს საგარეო მინისტრის თანამდებობაზე. ჩვენმა გუნდმა ამ ორი წლის მანძილზე მიაღწია შესაძლებლობის მაქსიმუმს. შევქმენით ევროპული და ევროატლანტიკური სივრსცის თვისობრივად ახალი შესაძლებლობები." - განაცხადა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბრიფინგზე განცხადება დავით ზალკანიანმაც გააკეთა: „ მე ვარ დიპლომატი, 2009 წელს დავტოვე ელჩის პოსტი, 2012 წელს როდესაც დავბრუნდი საჯარო სამსახურში,იმედი მქონდა,რომ აღარასოდეს მომიწევდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ გაჩნდა კითხვებიმ ჩვენი ქვეყნის კურსთან დაკავშირებით და მივიღეთ გადავწყვეტილება დავტოვოთ პოსტები." - განაცხადა ზაკლანიანმა.
ავტორი: ნიუპრესი