|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს თავდაცვის ახალი მინისტრი

თავდაცვის ახლადდანიშნული მინისტრის მინდია ჯანელიძის  ქონება, 2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,ასე გამოიყურება. მის  სახელზე ირიცხება საცხოვრებელი ბინა თბილისში, ავტოფარეხი,  72 კვ.მ. ფართობის მშენებარე ბინა და ბინა მოსკოვის გამზირზე,  ასევე მსუბუქი ავტომანქანა 2002 წლის​  mersedes benz ML 320. 

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ჯანელიძის სახელზე ირიცხებოდა ,,თი–ბი–სი ბანკი' სახელფასო 5000.00 GEL, ,,თი–ბი–სი ბანკი' საკრედიტო 3000.00 GEL კრედიტი(+). 

თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე მინდია ჯანელიძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი იყო, ასევე  საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსად მუშაობდა, რა პერიოდშიც მისმა შემოსავალმა 29 ათას 549 ლარი შეადგინა, ხოლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში, 2013 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, მისმა შემოსავალმა 8 ათას 324 ლარი შეადგინა.


https://declaration.gov.ge/declaration/44692

ავტორი: ნიუპრესი