ქუთაისის თვითმმართველობაში ვაკანსიებზე 4243 განაცხადია შესული
ქუთაისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე განცხადებების მიღება დასრულდა.
საბოლოო ჯამში, ვაკანსიებზე 1254 კონკურსანტის მიერ 4243 განაცხადია დაფიქსირებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი
ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ გააკეთა: ,,დაინტერესება და მაღალი კონკურენცია მიუთითებს კონკურსის სანდოობის მაღალ ხარისხზე. საკონკურსო- საატესტაციო კომისია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რათა დიდი რაოდენობის განცხადებების დროული დახარისხება მოხდეს და განისაზღვროს იმ ადამიანთა სია, რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე(ტესტირება)“
საკონკურსო-საატესტაციო კომისია მუშაობს გამჭირვალედ და დამატებითი ინფორმაცია გავრცელდება ეტაპობრივად.“ - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნიუპრესი