„გაზპრომმა" დაადასტურა ინფორმაცია 1,45 მილიარდი დოლარის უკრაინისაგან მიღების თაობაზე
უკრაინის კომპანიამ "ნავთობგაზი“ რუსულ „გაზპრომ“-ს აქამდე მიწოდებული გაზის დავალიანება ნაწილობრივ დაუფარა. „გაზპრომმა" 1,45 მილიარდი დოლარის ბანკში გადარიცხვის შესახებ ოფიციალური დასტური მიიღო. ინფორმაციას საკუთარ საინფორმაციო სააგენტოს ვებ გვერდზე “TACC” (www.itar-tass.com) გაზპრომის ოფიციალური წარმომადგენელი, სერგეი კუპრიანოვი ავრცელებს.
გასულ კვირას ბრიუსელში გამართული მოლაპარაკების შედეგად უკრაინული „ნავთობგაზი" ვალდებულია გადაიხადოს მათთვის მიწოდებული 11,5 მილიარდი კუბამეტრი გაზის საფასური. გაზი უკრაინას 2013 წლის ნოემბერ - დეკემბერში მიეწოდა, რომლის საფასურიც 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
უკრაინას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის სამმხრივ მოლაპარაკებას ხელი 31 ოქტომბერს ბრიუსელში მოეწერა. ხელშეკრულება ითვალისწინებს კიევისათვის ივლისში შეწყვეტილი რუსული გაზის მიწოდების აღდგენას. 1,45 მილიარდი დოლარის დავალიანების დაფარვის შემდეგ „გაზპრომი“კიევისათვის გაზის მიწოდებას ავტომატურად განაახლებს.
2014 წლის პირველი ნოემბრიდან,
2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, მოსკოვმა ნავთობის შეღავათიან ფასებში მიწოდების
თაობაზე ვალდებულება აიღო. 2009 წლიდან რუსულ „გაზპრომსა" და უკრაინულ „ნავთობგაზს"
შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად,
1000 კუბამეტრის ნავთობის ფასი 100 დოლარ შეადგენს.
რუსულ
„გაზპრომთან" დავალიანების
აღმოსაფხვრელად ქვეყნის
მინისტრთა კაბინეტმა
უკრაინის „ნავთოგაზს" ნება დართო
გამოეყენებინათ ნაციონალური
ბანკის
სარეზერვო ფონდში
არსებული თანხა.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი