|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გააკეთა

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ანცხადებაა გააკეთა, სადაც კიდევ ერთხელ  განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას არ აპირებს. მისი თქმით მთავრობის ყოფილი წევრები პროცესებს დამახინჯებულ ინტერპრეტაციას უკეთებენ: „მინდა განვაცხადო, შეგნებულად, დამახინჯებული გზით მიჰყავთ მთავრობის ყოფილ წევრებს პროცესები საქართველოში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენი ხელისუფლება ადგას ევროატლანტიკურ კურსს. ეს არის ჩვენი ხალხის ურყევი ნება. ხალხის არჩევანით  სპეკულირება არის ყოვლად დაუშვებელი. ჩვენმა ხალხმა ნდობის მანდატი 2012 წელს ჩააბარა კოალიცია „ბიძინა ივანიშვილ- ქართულ ოცნებას“ და ეს ნდობის მანდატი ხალხმა ჩვენი კურსის გამო კიდევ ერთხელ დამტკიცა. ვერავინ შეძლებს ეს  ნდობა  პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს.“

პრემიერმა ირაკლი ღაიბაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივი უწოდა:

„გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით საფრთხე ექმნება ჩვენს სახელმწიფოს და მის ევროპულ არჩევანს. ასეთ უაპუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ ერთი პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები და სოლიდაროსას უცხადებენ ერთმანეთს, თუმცა გამოძიების პროცესის შეფერხება პოლიტიკური სარჩულით არის ყოვლად დაუშვებელი. ჩვენი სახელმწიფო არ მისცემს არცერთ პოლიტიკურ პარტიას და ადამიანს  ნებას, რომ  დაწყებული ობიექტური გამოძიება დამახინჯებულად წარიმართოს.“ - განაცხადა პრემიერმა საგანგებო  ბრიფინგზე

ავტორი: ნიუპრესი