|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება

 მე და ჩემს სამინისტროს არასდროს გვქონია ხელშეშლა, გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე. არც ერთი და არც მეორე პრემიერის მხრიდან, არც მოქმედ და არც უკვე ყოფილ მინისტრებთან აზრთა სხვადასხვაობა ევროპულ არჩევანზე არ ყოფილა.“-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა,  რომელმაც არჩევანი თანამდებობაზე დარჩენის სასარგებლოდ გააკეთა.

 "მე მაქვს სახელმწიფოს ევროპული მომავლისთვის მუშაობის სრული თავისუფლება.  არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ  ჩვენი მთავრობა პროევროპული არ არის. ვრჩებით იუსტიციის სამინისტროში და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ავტორი: ნიუპრესი