დავით უსუფაშვილი: "პროცესის ყველა მონაწილემ იჩქარა"
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის
სამინისტროს მაღალჩინოსნების
საქმესთან დაკავშირებით პროცესის ყველა მონაწილემ იჩქარა, რამაც პოლიტიკური კატაკლიზმები გამოიწვია.
"შეიძლებოდა თუ არა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ისე, რომ
მას ამგვარი პოლიტიკური კატაკლიზმები არ მოჰყოლოდა? – რა თქმა უნდა, შეიძლებოდა.
მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ
პროცესის ყველა მონაწილე ნებით თუ უნებლიეთ ზედმეტად აჩქარდა და ამიტომ შეიქმნა პრობლემები".
უსუფაშვილის თქმით, ამ პროცესში გამოიკვეთა რომ სამართალდამცავ სისტემას, კერძოდ, პროკურატურას პოლიტიკური პროცესებისაგან მეტი დაცვა სჭირდება. " ამ მიმართულებით ძალიან მალე გადაიდგმება ნაბიჯები იმისთვის, რომ იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრს, ვის უშუალო უწყებრივ დაქვემდებარებაშიც არის პროკურატურა, მიეცეს სათანადო სამართლებრივი ბერკეტები იმისათვის, რომ მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეებს არ უწევდეთ პოლიტიკურ საკითხებზე განმარტებების მიცემა ან რაიმე პოზიციების დაფიქსირება, რაც არ არის სასარგებლო არც მართლმსაჯულებისთვის და არც პოლიტიკისთვის", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი