|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია: "მერია ვალდებულია კომპანიებს საქმის ბოლომდე მიყვანა მოთხოვოს"

 ქუთაისში არსებულ ინფრასტრუქტურულ  ხარვეზებზე   პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ  მერიის წინ  გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

   წულაიას თქმით,  "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას", "ახალ ქსელებს"  და  ტენდერში გამარჯვებულ სხვა  კომპანიებს,  ეკისრებათ ვალდებულება, სამუშაოების   დასრულების შემდეგ,  პირვანდელ სახეს დაუბრუნონ ტერიტორია.  ხშირ შემთხვევაში მოვალეობის პირნათლად შესრულება არ ხდება და გზები და ტროტუარები მოუწესრიგებელი რჩება, ამაზე კონტროლი მერიის შესაბამისი სამსახურების მოვალეობაა.

აღნიშნული პრობლემები ქალაქის მრავალ ქუჩაზე შეინიშნება,  მათ შორის რუსთაველის,  წერეთლის, კიკვიძის ქუჩებზე, ნიკეასა  და ავტოქარხნის დასახლებებში.

 გოგი წულაიამ ყურადღება  ქალაქის ცენტრალურ ბაღში არსებულ საპირფარეშოზე გაამახვილა, რომელიც რამდენიმე წელია აგებულია, თუმცა ამ დრომდე  არ ფუნქციონირებს.

    ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის განცხადებით,  აღნიშნული საპირფარეშო აშენებულია "წყალმომარაგების კომპანიის" მიერ და ფუქნციონირებაში არ შესულა, რადგანაც კომპანიამ მიატოვა ობიექტები. დღესდღეობით ეს ყველაფერი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მერია ცდილობს გადმოიტანოს  მის საკუთრებაში, რათა მოხდეს მისი საბოლოო სახით დასრულება.

 რაც შეეხება ქუჩებზე არსებულ ხარვეზებს, მალხაზ ბასილაძეც ადასტურებს, რომ  მერია უშუალოდაა დაინტერესებული, რათა შესაბამისი კომპანიის მიერ სამუშაოები  ბოლომდე იქნეს  მიყვანილი.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა