შშმ პირებმა ქუთაისში აქცია გამართეს
საზოგადიოოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით მმშ
პირებმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორის "ხიდი
სოციალური ინკლუზიისთვის" დამფუძნებელის, ნათია გუდაძის თქმით, აქციის მიზანია გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება მმშ პირებთან მიმართებაში. ორგანიზატორის თქმით, ქალაქის მერი შოთა მურღულია მათ დახმარებას დაპირდა: "მერიამ გვთხოვა წინადადებების
პაკეტი, რომლის წარდგენის შემდეგ ქალაქის მერი დაგვპირდა, რომ ჩამოთვლილ საჭიროებათა ნაწილი ბიუჯეტში გათვალისწინებული
იქნება"- თქვა ნათია გუდაძემ.
მმშ პირების
მთავარი მოთხოვნაა, მიეცეთ
საოგადოებასთან ურთიერთობის
საშუალება, გაკეთდეს პანდუსები,
მათთვის იყოს ადაპტირებული ტრანსპორტი და ტროტუარები.
"ვითხოვთ ადაპტირებულ გარემოს, რათა
საშუალება მოგვეცეს ვიაროთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, თეატრში,მარკეტში
და სხვაგან. გვქონდეს გადაადგილების საშუალება ტრანსპორტით." -უთხრა "Newpress.ge"-ს შშმ პირმა -ნიკოლოზ ნინუამ.
ისინი საზოგადოების წევრებს მხარდაჭერისაკენ და სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი