"იდენტობა" ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა
Campus lions Club- ქუთაისის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაცია
"იდენტობამ" შეხვედრა-დისკუსია გამართა. ღონისძიების
მთავარი თემა საქართველოს კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" (იგივე ანტი-დისკრიმინაციული კანონი) იყო. შეხვედრას ,,იდენტობის“ იურისტები: ნინო
ბოლქვაძე და ინგა არახამია უძღვებოდნენ. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო.
,,გადავწყვიტეთ
ჩაგვეტარებინა შეხვედრა სტუდენტებტან, რათა მათი ცნობიერება აგვემაღლებინა. ვინაიდან ეს კანონი
არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი დემოკრატიული განვითარებისთვის.
ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ეს კანონი არის ამოქმედებული, ვინაიდან ახალი მიღებულია,
მის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად აქვს, ან თუ აქვს, არასწორად მიწოდებული.
სწორედ ამ ხარვეზის შევსებას ვცდილობთ დღეს“ - განაცხადა ორგანიზაციის "იდენტობა" იურისტმა
ნინო ბოლქვაძემ
დისკუსია საინტერესოდ წარიმართა. სტუდენტების განცხადებით, მსგავსი სახის შეხვედრები ხშირად
უნდა ტარდებოდეს.
ავტორი: გიგა გელხვიიძე