,,ნეოფილთა კლუბის" პრეზენტაცია
არასამთავრებო ორგანიზაცია „ნეოფილების კლუბმა“ აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „წიგნის მცველის“ პრეზენტაცია გამართა.
როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა, მაკა კაჭკაჭიშვილმა
განგვიცხადა, პროექტის მიზანი ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება, კრიტიკული
აზროვნების განვითარება და საჯარო გამოსვლის უნარ–ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობაა.
პროექტის ფარგლებში ექვსი წევრისგან დაკომპლექტებული გუნდები ექვსი კვირის განმავლობაში
დაამუშავებს თემატურად შერჩეულ მხატვრულ ლიტერატურას. პროექტის ფარგლებში მონაწილეები
იმუშავებენ ლიტერათურათმცოდნეებთან, მწერლებთან, მთარგმნელებთან და გამომცემლობების
წარმომადგენლებთან ერთად. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საჯარო დისკუსიებსა და სხვადსხვა
ლიტერატურულ შეხვედრაში. პროექტი დასრულდება კონკურსით, სადაც თითოეული გუნდი წინასწარ
მომზადებული სიტყვით „დაიცავს“ წიგნს, რომელსაც აარჩევს ლატარიის პრინციპით. ჟიური
გამოავლენს და თემატური საჩუქრებით დააჯილდოვებს გამარჯვებულ გუნდებს.
პროექტის ბენეფიციარები
არიან იმერეთში მდებარე სკოლების მე–9, მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეები. ისინი შეირჩევიან
აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველეზე.
,,ძალიან საინტერესო პროექტია, სასიამოვნოა მასში
მონაწილეობის მიღება, რადგანაც წიგნიერების დონის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი
ახალგაზრდობისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს“ - განაცხადა
ქუთაისი #29-ე სკოლის მოსწავლე დათო ძიმისტარიშვილმა.
პროექტი 31 ნოემბერს
დასრულდება.
ავტორი: გიგა გელხვიიძე