ეკონომიკის მინიტრის მოადგილე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სასამართლომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და იმავდროულად ეკონომიკის მინიტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ბიუჯეტის სასარგებლოდ 800 ლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.
სახალხო დამცველმა კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ვადის დარღვევით არასრული ინფორმაციის გაცემის გამო, დიმიტრი ქუმსიშვილის ადმინისტარციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც ქუმსიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ავტორი: ნიუპრესი