წყალტუბოში "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიციის რიგები დატოვეს
პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს წარმომადგენლებმა, კოალიცია ,,ქართული ოცნება" დატოვეს. როგორც მაია შალამბერიძემ ,,Newpress.ge"- განუცხადა, ისინი ჩვეულებრივ გააგრძელებენ საკრებულოში მუშაობას, თუმცა დამოუკიდებელი ფრაქციის სახით.
,,ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დავტოვეთ კოალიციის რიგები. რაც შეეხება საკრებულოში ჩვენს მუშაობას, აქამდე ვიყავით ფრაქცია ,,ქართული ოცნება -თავისუფალ დემოკრატები", თუმცა გუშინ ჩატარდა ფრაქციის სხდომა და დღეს უკვე საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართეთ, ფრაქციის სახელწოდების შეცვლის მოთხოვნით. ამიერიდან მუშაობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებლი ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები" - განაცხადა შალამბერიძემ.
წყალტუბოს საკრებულოში "თავისუფალ დემოკრატებს" 3 წევრი ჰყავს.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


11:00
13:42
12:40
10:44
















