„ლექსო, არ დაიკარგები“- ქუთაისში სახალხო მთქმელებთან შეხვედრა გაიმართა
ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით ქუთაისში სახალხო
მთქმელებთან შეხედრა გაიმართა, დევიზით: “ლექსო,
არ დაიკარგები“. მასში მონაწილეობა რეგიონებიდან ჩამოსულმა თხუთმეტამდე სახალხო
მთქმელმა და ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებმა მიიღეს. სახალხო
მთქმელებმა თავიანთი მხარის ფოლკლორული მასალები წარმოადგინეს და საზოგადოებას
გააცნეს. შეხვედრის მთავარი სტუმრები ფოლკლორისტი, პოეტი და ფილოლოგიურ მეცნიერებათა
დოქტორი ეთერ თათარაიძე და ფოლკლორისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ამირან არაბული.
იყვნენ.
სახალხო მთქმელმა ეთერ თათარაიძემ „ახალ გაზეთთან“ ფოლკლორის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ქართველი ერის ცხოვრებაში ნამდვილად იგრძნობა ქართული ფოლკლორის მადლი. ვთვლი, რომ ხალხური შემოქმედება პოეტური სიბრძნეა, რომელიც ძალიან მგრძნობელობითი და სახოვანია, ქართველი კაცი მაშინ ცოცხლობს, როცა ცოცხლობს ქართული ფოლკლორი. ამას ადასტურებს დღევანდელი საღამო.“ აღნიშნა ეთერ თათარაიძემ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის
სასახლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ია ვერულაშვილის თქმით, მსგავსი საღამო
ქუთაისში სამი წლის წინ ჩატარდა. გამორიცხული არაა, ფოლკლორულმა საღამომ “ლექსო, არ
დაიკარგები“ ქუთაისში ყოველწლიური ხასიათი მიიღოს.
„ფოლკორული საღამოს
ჩასატარებლად მოვიძიეთ იმერეთში მცხოვრები სახალხო მთქმელები, ეს საღამო
წარმოადგენს 3 წლის ნაშრომს. გვინდა, ხალხს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს გავაცნოთ,
შვაყვაროთ სახალხო
მთქმელები და ხალხური სიტყვა.“- განაცხადა ია ვერულაშვილმა.
„ლექსო, არ დაიკარგები“ ქუთაისში
ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო,
საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის
ორგანიზებით გაიმართა.
ავტორი: ანა ჯიქია