შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
კოალიცია "ქართული ოცნების" სხდომიდან გამოსულმა შავგულიძემ ჟურნალისტებს კოალიციის დატოვების შესახებ განუცხადა.
"მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ პარტია და ფრაქცია "ქართულ ოცნებას". მე გადავდივარ პარტია და ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებში. ამ გუნდის შექმნაში მეც ვიღებდი მონაწილეობას, ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა გავიზიარო ის პასუხისმგებლობა, რასაც შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარ თავზე "თავისუფალი დემოკრატები აიღებენ", - განაცხადა შავგულიძემ.
მისი განმარტებით, მიუხედავად კოალიციის დატოვებისა, უმრავლესობასთან თემატურ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა