|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით უსუფაშვილი: "უმრავლესობა არ იშლება"

"საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება." - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადაცემაში "რეაქცია" გააკეთა.

,,რამდენიმე დეპუტატმა გამოთქვა სურვილი, შემოუერთდეს ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას“, შესაბამისად ფორმალურად არაფერი იცვლება“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდგომ, ,,ქართულ ოცნებას“ 73 მანდატი რჩებოდა, უმრავლესობის შენარჩუნებისათვის კი 76 მანდატია საჭირო. სწორედ ეს დანაკლისი იქნება შევსებული დამოუკიდებელი წევრების ფრქაცია ,,ქართულ ოცნებაში“ გადასვლით. რაც საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნების 
გარანტი ხდება.

ავტორი: გიგა გელხვიიძე