|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან ბობოხიძეს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე დააკავეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი ქაშაკაშვილის გადაწყვეტილებით, ლევან ბობოხიძეს თავისუფლების აღკვეთა სამი წლითა და 6 თვით მიესაჯა. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ, რომელიც პროკურატურას მოწმების ზეწოლაში ადანაშაულებს.
"სასამართლომ სამწუხაროდ გაამტყუნა ჩემი მეგობრები, მათ შორის ჩემი ძმაც. დღევანდელმა პროკურატურამ მოახერხა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლების პროკურატურაც კი ვერ ახერხებდა. როდესაც ადამიანებს ცრუ ჩვენებები მიაცემინა ოჯახის წევრებზე და როდესაც ადამიანებს, რომლებიც ბავშვობიდან იცნობდნენ ერთამენთს მიაცემიას ჩვენები, რომ ისინი ერთამენთს საერთოდ არ იცნობდნენ. თუ ვინმე დაინტერესდება საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არის. ჩვენ ბრძოლას გავაგრძლებეთ ეს იქნება ან საქართველოში, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ."- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ
შეგახსენებთ, რომ ბობოხიძეს ბრალი ედება 2010 წელს, ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის გაცემასა და საჯარო მოხელეებიდან ყოველთვიურად თანხის აკრეფას.

ავტორი: გიგა გელხვიიძე