|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავენ

ყალტუბოში, 20 წლის შესვენების შემდეგ, ქალაქის დღესასწაული  გაიმართა. საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო.   წყალტუბოს რაიონში შემავალმა  სოფლებმა მათთვის  დამახასიათებელი გარემო წარმოადგინეს და სოფლის პროდუქტები გამოფინეს. გაიმართა სპორტული და გასართობი ღონისძიებები,   გააცოცხლეს ქართული ქორწილის სცენა.

 "შემოდგომის წყალტუბოს" ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და საქართველოში ჩინეთის ელჩი იუე ჰინი დაეწრნენ. მათ ოტია იოსელიანის ქუჩის გახსნაშიც მიიღეს მონაწილეობა.

 "შემოდგომის წყალტუბო" ადგილობრივი თვითმმართველობის  კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. სამსახურის უფროსის, რიმა მარგიანის თქმით,  ღონისძიებამ,  შესაძლოა,  ტრადიციული ხასიათი მიიღოს.
ამ წუთებში სპორტის სასახლის წინ "შემოდგომის წყალტუბოს" შემაჯამებელი კონცერტი მიმდინარეობს.

 

ავტორი: ანა ჯიქია