|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმრავლესობას ყოფილი "ნაციონალების" ხმები გადაარჩენს

"უმრავლესობა, როგორც იცით, არ იშლება. მას შემოემატება რამდენიმე დეპუტატი. ერთი ფრაქცია მზად არის რომ შემოვიდეს უმრავლესობაში, მეორე იქმნება და ბიუროზე იქნება ეს ინფორმაცია მოწოდებული, რომელი იქნება ეს ფრაქცია. უმრავლესობა გაიზრდება რაოდენობრივი თვალსაზრისით და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით, იქნება უკეთესადაც", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ბიურო,სავარაუდოდ, ოთხშაბათს, უმრავლესობისა და "თავისუფალი დემოკრატების" ცალკე ფრაქციად გასვლის საკითხზე იმსჯელებს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ალასანიას თანაპარტიელების ადგილებს საპარლამენტო უმრავლესობაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფლი თანაგუდელები დაიკავებენ.

„ჩვენ დიდი ხანია ამ თემასთან დაკავშირებით ვფიქრობთ ფრაქციის შექმნაზე. ფრაქცია იქნება „დამოუკიდებელი დეპუტატები - ძლიერი რეგიონებისათვის’.  რა თქმა უნდა, ჩვენ პარტიული ნიშნით არ ვერთიანდებით კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, უბრალოდ უმრავლესობის წევრი გახდება ჩვენი ფრაქცია“, - განაცხადა დეპუტატმა გურამ მისაბიშვილმა.

ექვსი დამოუკიდებელი დეპუტატი დღეს ახალ ფრაქციას შექმნის, რის შემდეგაც უკვე უმრავლესობას შეუერთდებიან. მათ გარდა, საპარლამენტო უმრავლესობაში მაჟორიტარების 6-კაციანი ფრაქციაც შევა. ამდენად, უმრავლესობას 8 წევრი გამოაკლდა "თავისუფალი დემოკრატების" სახით, თუმცა 12 დაემატა და საერთო ჯამში 87 წევრით იქნება წარმოდგენილი.

"ნაციონალური მოძრაობის" რაოდენობა უცვლელია და 51 წევრით შემოიფარგლება. "თვისუფალი დემოკრატების" ფრაქცია 8 კანომდებლით დაკომპლექტდება და კიდევ 4 დეპუტატი კი, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა