|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები ცნობილია

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე  1693 კონკურსანტის 5006 განაცხადი შევიდა.  მომდევნო ეტაპზე  881 კონკურსანტი გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით  დვალმა მიაწოდეს. მათი თქმით, კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის დროს კონკურსანტების დაახლოები 75 პროცენტს არასწორად ჰქონდა მითითებული ინფორმაცია კომპიუტერული პროგრამების ცოდნის შესახებ. ასევე კონკურსანტების ნაწილს  ატვირთული არ ჰქონდა პირადობის მოწმობის ასლი. როგორც შეხვედრაზე  ცნობილი გახდა, რეალურად კონკურსის ყველა პირობის დაცვით მომდევნო ეტაპზე მხილოდ 407 კონკურანტი გადადიოდა,თუმცა  საატესტაციო კომისიამ საჯარო სამსახურის რეკომენდაცია გაითვალისწინა  და გადაწყვეტილება შეცვალა.

„საჯარო სამსახურის ბიურომ მოგვაწოდა რეკომენდაცია, რომ კომპიუტერული პროგრამების ცოდნისა და პირადობის მოწმობთან დაკავშირებული ხარვეზების შემოწმება  კონკურსის მომდევნო ეტაპზე მომხდარიყო. კომისიამ გაითვალისწინა აღნიშნული რეკომენდაცია და შედეგად,  407-ის ნაცვლად მომდევნო ეტაპზე 881 ადამიანი გადავიდა“ - აღნიშნა შოთა მურღულიამ.  მისივე თქმით, გამორიცხული არაა, რომელიმე ვაკანსიაზე  თავისუფალი ადგილი დარჩეს და კონკურსი ხელახლა გამოცხადდეს.                  

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით შეიქმნა საპრეტენზიო კომისია, რომელიც კონკურსანტების საჩივრებს განიხილავს. აღნიშნულ კომისიას ბექა ყანჩელი უხელმძღვანელებს.

გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადად 10 და 11 ნოემბერია განსაზღვრული. დავით  დვალის თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე  საპრეტენზიო კომისია  ამ 2 დღის განმავლობაში 10-დან 22 საათამდე იმუშავებს.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები ტესტირებას  16 ნოემბერს გაივლიან.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა