|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვა დაფიქსირდა

საჯარო ინფორმაციის მიუწვდომლობის შესახებ Newpress. ge"-  ,,ნაციონალური მოძრაობის" ბაღდათის  ორგანიზაციის წევრ მაკა მესხი ესაუბრა. მისი განცხადებით,  უკვე ორი კვირაა უშედეგოდ ელოდება თვითმმართველობიდან საჯარო ინფორმაციის მიწოდებას.

როგორც ,,Newpress. ge"- გაარკვია, მსგავსი პრობლემა   ბაღდათში მხოლოდ  ოპოზიციას არ აქვს.  ბაღდათის მკვიდრის,  ლამარა გ-ანცხადებით, პროფესიიდან გამომდინარე, მას თვითმმართველობიდან გარკვეული სახის ინფრომაციის მიღება  ესაჭიროება, თუმცა ეს ზოგ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება, ზოგჯერ კი დაახლებით ორი კვირის შემდეგ ანუ ყოველგარი ვადების დარღვევით მიეწოდება  შესაბამისი ინფორმაცია. (ლამარა გ.  იდენტიფიცირებას სამსახურის დაკარგვის შიშის გამო მოერიდა.)

 ბაღდათის მუნიცილაპტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ მაჩიტაძის განმარტებით, საკრებულო ოპერატიულად გასცემს საჯარო ინფორმაციას:  ,,ჩვენ ოპერატიულად ვაწვდით მოსახლეობას საჯარო ინფორმაციას, ყოველგავრი შეფერების გარეშე, რაც შეეხება მაკა მესხის საქმეს, ვაღიარებ, მოხდა შეფერხება და ამაზე უკვე მოვახდინე რეაგირება. გაფრთხილება მივეცი ადმინისტრაციას, რომლის უშუალო მოვალეობაა  საჯარო ინფორმაციის გაცემა. "- განცხადა "Newpress.ge"-ს  გრიგოლ  მაჩიტაძემ.


ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა