|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ დიმის მოსახლეობა "ჯეოსელის" ანძის დადგმას აპროტესტებს

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის მოსახლეობა "ჯეოსელის" მიერ სატელეფონო ანძის დამონტაჟებას აპროტესტებს. მათი თქმით, ანძას რადიაციული გამოსხივება აქვს, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს  მოსახლეობის ჯანმრთელობას. ,,რამოდენიმე წლის წინ ასე დაიდგა კომპანია ,,მაგთიკომისდამცემი ანძა და მაშინაც ამბობდნენ, რომ მას არანაირი გამოსხვივება არ ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ მოსახლეობაში იმატა სხვადასხვა დაავადებებმა. დღეს კი იგივე ხდება უკვე კომპანია ,,ჯეოსელისმხრიდან, რასაც სოფლის მოსახლეობა არ დაუშვებს“ - განაცხადა ადგილობრივმა ნინო ბურჯანაძემ.

 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობას ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე შეხვდა. გეგეშიძის თქმით, თუ კი ,,ჯეოსელისმიერ განხორციელებული ქმედება  კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის კანონთან, მას  ხელს ვერ  შეუშლის. ,,მე ამის აკრძალვის უფლება არ მაქვს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამის გაკეთბის უფლება არც თქვენ გაქვთ.  კანონის ძალით თუ ვისაუბრებთ, ასეა“ - განაცხადა გეგეშიძემ.

მოსახლეობა  აცხადებს, რომ დათმობაზე არ წავლენ და საპროტესტო გამოსვლებს ისევ გააგრძელებენ. წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრას  კომპანი ,,ჯეოსელი  ხვალ გეგმავს.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა