|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერიის წინ იპოთეკით დაზარალებულთა აქცია გაიმართა

უთაისის მერიის წინ იპოთეკით დაზარალებულთა აქცია გაიმართა, რომელსაც მხარს "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი წარმომადგენლობა უჭერდა. აქციის წევრები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვდნენ.

"თავისუფალი საქართველოს"  იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის,  გოგი წულაიას განცხადებით, მერია ვალდებულია გამოყოს საბინაო ფონდი, სადაც დროებით მაინც მოხდება იპოთეკით, სტიქიითა და სხვადასხვა  გარემოებების გამო დაზარალებული ოჯახების შესახლება:  ,,ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დასახმარებლად მცირე თანხები გამოყოფილი.  მერია ვალდებულია გამოძებნოს ახსრები საბინაო ფონდისთვის.  აშენდეს ბინა, სადაც უბინაოდ დარჩენილ ადამიანებს შეასახლებენ. ეს ადამიანები, ძირითადად, რუსეთის ომის და ქვეყანაში არსებული არასტაბილური  ვითარების გამო დაზრალდნენ“ - განაცხადა წულაიამ.

 როგორც იპოთეკარები აცხადებენ, თუ კი დახმარებას არ აღმოუჩენენ, ისინი მასიურ გამოსვლებს დაიწყებენ და ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ,,ჩვენთან მოსული იყვნენ ქალაქის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი. დაგვპირდნენ  დახმარებას. ჩვენ   ამ ხალხს არჩევნების დროს გვერდით ვედექით,  თუმცა,  დღეს,   სრულებით არ გვეხმარებიან.  ხელისუფლებას მივმართავთ,  ნუ გვაიძულებენ, რომ  ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქციები დავიწყოთ", - განაცხადა იპოთეკით დაზარალებულმა ციცო ბალავაძემ.

იპოთეკით დაზარალებული საპროტესტო აქციებს  გაგრძელებას პარლამენტის წინაც გეგმავენ.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა