|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ირანული კულტურის გამოფენა გაიმართა

დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში "ირანის დღეების"  ფარგლებში გამოფენა გაიმართა, სადაც ირანული ლიტერატურა  და  ფოტონამუშევრები  იყო წარმოადგენილი.

 გამოფენას ირანის ელჩი საქართველოში აბას თალებიარი და ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თალიბიფარმა განსაკუთრებული მადლობა ქუთაისის საკრებულოს კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, ირმა პეტრიაშვილს გადაუხადა.

 ,,ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა  თითქმის  3000 წელს ითვლის. ეს ორი ქვეყანა ყოველთვის ემსახურებოდა ერთმანეთის კულტურულ განვითარებას, არა ერთი ისტორიული ძეგლია ირანში, უშუალოდ ქართველების მიერ აგებული. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო  ირმა პეტრიაშვილს  ამ გამოფენისა და კულტურული დღეების ორგანიზებისთვის“ - განაცხადა თალიბიფარმა.

 ირმა პეტრიაშვილის განცხადებით,  "ირანის კულტურული დღეების" აღნიშვნა   2007 წლიდან დაიწყო.  " ეს ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს.  ვიმედოვნებ, რომ მომავალში ირანელ საზოგადოებასაც მიეცემა ქართულ კულტურასთან ზიარების საშუალება",- განაცხადა მან.

 ირანული დღეები ქუთაისში ირანული ფილმის ჩვენებით ხვალ დასრულდება.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა