პარლამენტის წინ გლდანში მოკლული ჯემალ შელიას ახლობლებმა აქცია გამართეს.
პარლამენტის წინ 2013 წლის დეკემბერში გლდანში მოკლული ჯემალ შელიას ახლობლებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა მკვლელების დასჯაა. გარდაცვლილის ახლობლები ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მათთან შესახვედრად ამ დრომდე არ გამოსულა.
,,დაუყოვნებლივ დააპატიმრონ მკვლელები, რომლებიც მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გამოუშვა. მოვუწოდებთ ეკა ბესელიას გამოვიდეს და პასუხი გაგვცეს", -განაცხადა გარდაცვლილის დეიდამ, გრეტა ფიფიამ.
შეგახსენებთ,
გლდანში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დაკავებული რამდენიმე
პირი 9 თვის პატიმრობის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე გიორგი დარახველიძის თავმჯდომარეობით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ავტორი: გაგა გელხვიიძე