ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ
საჭადრაკო კლუბში ,,მაია“ საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში 8-დან 16 წლამდე მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე 32 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ სამახსოვრო საჩუქრები და დიპლომები გადეცათ.
გამარჯვებულები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ვიცე-გუბერნატორმა დავით უშხვანმა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ დააჯილდოვეს.
ადგილობრივმა
თვითმმართველობამ ტურნირში მოასპარეზე ჩემპიონებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდო გადასცა. საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


11:00
13:42
12:40
10:44
















