თეთრი მაისურების პროტესტი პარლამენტში
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ, წარწერით ,,არა ანექსიას“. ისინი ამ ქმედებით რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ლოიალურ დამოკიდებულებას აპროტესტებენ.
,,მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პრინციპულად დააფიქსიროს თავისი პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს"-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ხელისუფლებას ჰპირდებიან, რომ 15 ნოემბერს ამ საკითხზე პროტესტს უკვე
ათასობით მოქალაქესთან ერთად დააფიქსირებენ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





15:35
12:39
15:45
20:24
20:21
















