|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზურაბ ტყემალაძე: "ვიცე-სპიკერის საკითხის განხილვა, უახლოეს მომავალში, არ იგეგმება"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, პარლამენტში ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენების საკითხის  განხილვა ჯერჯერობით არ იგეგმება.

,, ვიცე სპიკერების გადაყენება ეს არის კანონით მინიჭებული უფლება,  თუმცა არა ვალდებულება. ეს გადაწყვეტილება უნდა განიხილონ უმრავლესობის სხდომაზე, თუმცა უახლოეს მომავალში ეს არ იგეგემება“ - განაცხადა ტყემალაძემ.

ვიცე-სპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძის გადაყენების საკითხი მას შემდეგ დაისვა, რაც

"თავისუფალმა დემოკრატებმა" საპარლამენტო უმრავლესობა  დატოვეს.  "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე  ამ დროისათვის  პარლამენტში უმრავლესობისათვის განკუთვნილ თანამდებობას თანამდებობას  იკავებს. 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა