|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირმა ნადირაშვილი: "არ მჯერა მატყუარა მთავრობის"

უკრაინიდან ექსტრადირებული კიდვ ერთი კანონიერი ქურდი ლავას ოღლი, იგივე მინდია გორგაძე გაუჩინარდა. ხელისუფლებისთვის ამ ეტაპზე მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილიაკეთებს და ამ ყველაფერში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

 ,,მე მჯერა უკრაინის ოფიციალური განცხადების და არ მჯერა ჩვენი მატყუარა მთავრობის,პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კანონიერი ქურდი, თვითმფრინავში ჩასმული,აორთქლდა თვითმფრინავიდან. ჩვენდა სამწუხაროდ, გვყავს მთავრობა და თბილისშიარჩეული მერი, რომელიც სკრილნიკოვს აძლევს შეღავათებს ტრანსპორტზე და გვყავს ვიცე-პრემიერი, რომელიც ტრაპთან ხვდება კანონიერ ქურდებს და აცილებს. სანამ მთავარი "ქურდი", ბიძინა ივანიშვილი ზის სოლოლაკში, პრობლემას ვერ მოევლება, იმიტომ, რომჩვენ გვყავს ქურდული მენტალიტეტის მთავრობა, მთლიანად.“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა.

როგორც ირკვევა, უკრაინელმა სამართალდამცავებმა ე.წ. კანონიერი ქურდი, 32 წლის ბათუმელი ლავას ოღლი, იგივე მინდია გორგაძე საქართველოში გამოაძევეს. ბორისპოლის აეროპორტიდან რეისი თბილისის მიმართულებით 11 ნოემბერს გამოფრინდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 2017 წლამდე აუკრძალა. ლავას ოღლი კიევის ერთ-ერთ სასტუმროში ოქტომბრის თვეში დააკავეს.

ნადირაშვილმა უკრაინიდან ექსტრადირებული და გაუჩინარებული კიდევ ერთი კანონიერი ქურდის  შესახებ  განაცხადა.  

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა