ქვეყანაში მეწარმეთა რაოდენობა გაიზარდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის ოქტომბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 329 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.1 პროცენტი სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 2.9 პროცენტი-არასამეწარმეო სუბიექტი.
2014
წლის ოქტომბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 2.7 პროცენტით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 19.2 პროცენტით გაიზარდა.
განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 8.3-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 7.5%-ით.
2014
წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2486 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 57.4 პროცენტი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 625 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 37.5 პროცენტი) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 94.9 პროცენტი მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 119 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 75 კოოპერატივი, 17 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 3 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 2-2 სააქციო საზოგადოება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ავტორი: ნიუპრესი