გიორგი ბარამიძე:"პარლამენტის მიერ განცხადების მიღებამ ახალი საფრთხე წარმოშვა"
ხმაურით წარიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის მიერ ანექსიათან დაკავშირებით მიღებული განცხადება გააპროტესტა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პარლამენტმა განიხილა ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი, თუმცა მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ,,ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტის განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ანექსიის შესახებ. ასევე განვიხილეთ ,,ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუცია, თუმცა რეზოლუცია არ იქნა გაზიარებული“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
უმცირესობის ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მიღებული უნდა ყოფილიყო რეზოლუცია და არა განცხადება. განცხადების მიღებამ ახალი საფრთხე წარმოშვა: ,,საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება და არა რეზოლუცია, ყოველივე ამან უკვე ახალი საფრთხე წარმოშვა თრუსოს ხეობის სახით.“ - განაცხადა ბარამიძემ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე