ქუთაისში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა იწყება
ქუთაისში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. მუხრანის ტერიტორიაზე ტაძარს საძირკველი ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალიტარეტემ ჩაუყარა. ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი ახალგაზრდობის მე-7 შესახვევში აშენდება.
ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენის შემოწირული თანხებით აშენდება. მშენებლობაში ხელოსნებთან ერთად ადგილობრივები, მრევლი და სტიქაროსნებიც ჩაერთვებიან. ტაძართან ერთად სახელოსნოს მშენებლობა იგეგმება, სადაც მსურველები ქვაზე მუშაობას ისწავლიან. აშენდება ამბულატორია, რომელიც უფასოდ მოემსახურება იქ მცხოვრებლებს. მათ უფასოდ მოემსახურება თონე, რომელიც მეუფის ლოცვა-კურთხევით უნდა აშენდეს.
ტაძრის ადგილის კურთხევას ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
საპატრიარქოს ტერიტორია ქალაქის მერიამ უსასყიდლოდ გადასცა.
ავტორი: ანა ჯიქია