|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დათო ტურაშვილმა "აწსუ-ში" საჯარო ლექცია გამართა

1918 -21 წლების საქართველო“- ამ თემაზე "აწსუ"-ში დათო ტურაშვილმა საჯარო ლექცია გამართა. 

 „ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ამ პერიოდის შესახებ, მელ მნიშვნელოვანია როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. აღსანიშნავია ისიც,  რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც არჩევნების გზით პირველად გაიმარჯვეს სოციალისტებმა.“- თქვა მწერალმა

საქართველოს ისტორიული წარსულის მიმოხილვასთან ერთად დათო ტურაშვილმა სტუდენტებს საკუთარი წიგნი: „იყო და არა იყო რაწარუდგინა. წიგნში მწერლის ღიმილიანი და სევდიანი-სტუდენტური წლების მოგონებებია თავმოყრილი. მასში  20 წლის წინანდელი საქართველოა გაცოცხლებული.

მწერალთან შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.  „დათო ტურაშვილთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოაგამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა. საქართველოს ისტორიის შეხსენებაც გამოგვივიდა და ახალ წიგნსაც გავეცანით, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია.“- უთხრა Newpress.ge-ს  სტუდენტმა ქეთი ლომიძემ.

მწერალთან შეხვედრაქუთაისის ახალგაზრდა სოცილისტებისორგანიზებით მოეწყო.  „ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტებიახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც  ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას ისახავს მიზნად.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა