15 ნოემბერი იმერეთში მასშტაბური დასუფთავების აქციით აღინიშნა
იმერეთში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა, აქციაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
დასუფთავების აქცია გამართა ქუთაისის თვითმმართველობამაც,
რომელშიც ქალაქის ვიცე-მერთან, ნოდარ მიქიაშვილთან ერთად, თვითმმართველობის 100-მდე
მოხელე მონაწილეობდა.
ასევე, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, ნარჩენებისგან გაიწმინდა სკვერები, ქუჩები და ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიები.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში
აცხადებენ, მსგავსი ხასიათის აქციები არ არის ერთჯერადი. "პრემიერის ინიციატივით, ასეთი აქტივობები იმერეთის რეგიონში ისევე, როგორც მთელს საქართველოში, წელიწადის სხვადასხვა დროს პერმანენტულად ჩატარდება. დასუფთავების აქციის მიზანს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და სუფთა გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს"- ნათქვამია იმერეთის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
15 ნოემბრის დასუფთავების აქციასთან
დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ. მისი თქმით, ხელისუფლებამ აღნიშნული
აქცია, შეგნებულად დაამთხვია თბილისში დაგეგმილ
საპროტესტო გამოსვლას, რათა სახელისუფლებო
სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს თბილისში წასვლის საშუალება არ მისცემოდათ. "რა საოცარი დამთხვევების ეპოქაში ვცხოვრობთ. 15 ნოემბერს „საგანგებო
შაბათობა" გამოაცხადეს. რა
იცი, სიფრთხილეს
თავი არ სტკივა. შემთხვევით
ვინმე თანამშრომელთაგან
"ვარდების მოედანზე" რომ არ
აღმოჩნდეს.-განაცხადა თევდორაძემ.
ავტორი: ნიუპრესი