ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯ სოროსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელს ჯორჯ სოროსს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯორჯ სოროსმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა.
მათივე ინფორმაციით, "ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გუშინ სტუდენტებთან საუბარმაც პროდუქტიულად ჩაიარა.
ჯორჯ სოროსი საქართველოს ფონდის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია.
ჯორჯ სოროსი დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდება.
ავტორი: ნიუპრესი