თვითმმართველობის კონკურსის მონაწილეებისათვის საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის თვითმმართველობის კონკურის მონაწილეებს შეხვდნენ. შეხვედრა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრის დარბაზში გაიმართა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა კონკურსანტებს ტესტირების ტექნიკური მხარეები გააცნო და მათ კითხვებსაც უპასუხა. შეკითხვების ძირითადი ნაწილი ტესტირებისას რეგისტრაციის დროის განსაზღვრას, საგამოცდო ადგილის მდებარეობას და ტესტების სირთულეს შეეხებოდა.
" პროგრამა რომლითაც კონკურსანტებმა უნდა ჩააბარონ ტესტირება, არის ძალიან მოსახერხებელი, მათ შეუძლიათ აკონტროლონ დრო, შეცვალონ უკვე ერთხელ დაფიქსირებული პასუხი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენს გვერდზე დევს პრეტესტი, რომელსაც შეუძლიათ გაეცნონ..“- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
„შეხვედრა გაიმართა პროვაიდერის სურვილით და ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს საკონკურსო კომისიას. ეს კარგი პრევენციული ღონისძიებაა იმისათვის, რომ კონკურსანტებმა იცოდნენ, რა ფორმით ექნებათ გამოცდა“, - განაცხადა საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯომარემ დავით დვალმა.
შეხვედრა დადებითად შეაფასეს კონკურსანტებმაც. „ შეხვედრაზე ყველა საგამოცდო პროცედურაზე ამომწურავი პასუხი მივიღე. ვებგვერდითაც ვისარგებლე. ასე რომ, ხვალინდელ გამოცდას მომზადებული ვხდები.“- გვიპასუხა კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, თეა ხერხაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კონკურსიის ტესტირების ეტაპი, ქუთაისში, 16 ნოემბერს იწყება. მასში მონაწილეობას 903 დასაქმების მსურველი მიიღებს.
კონკურსანტებს თავიანთი ქულები ტესტის დასრულებითანავე ეცოდინებათ. მაია მიმონოშვილის თქმით, გამოცდის წინასწარი შედეგები საღამოსვე იქნება ცნობილი.
ავტორი: ანა ჯიქია