|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე 30 ათასამდე ადამიანია შეკრებილი

თბილისში,  რუსთაველის პროსპექტზე  30 ათასამდე ადამიანია შეკრებილი. აქციის ორგანიზატორები რეგიონებიდან კიდევ ელოდებიან  თავიანთ მომხრეებს. ლიდერები  პარლამენტის წინ, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე იმყოფებიან.  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა,  აკაკი ბობოხიძემ აქციაზე  შეკრებილებს განუცხადა, რომ ამ წუთებში ქვეყნის მთავრობა ბიძინა ივანიშვილთანაა შეკრებილი და იქედან ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას.

სახლიდან ადევნებს თვალყურს  აქციის მიმდინარეობას  ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე, როგორც მან  ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს რუსთაველის პროსპექტზე  გამოჩენას არ აპირებს.  "ნაციონალური მოძრაობის" დასამარებას სახლიდან დავაკვირდები."-თქვა ვაძნაძემ.


ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა