ქუთაისის ბიუჯეტი ერთი მილიონი ლარით იზრდება
ქუთაისის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, ერთი მილიონი ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა.
ქალაქის მერის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი სოციალური სფერო იქნება. "იზრდება სოციალური ხარჯები, ადმინისტრაციული კი მცირდება. ბიუჯეტი დაახლოებით მილიონი ლარით გაიზრდება.“- განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქალაქის მერი ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ამ დღეებში საკრებულოს უნდა წარედგინოს, ცვლილებებს არ გამორიცხავს: „საკრებულოს კომისიები განიხილავენ ქალაქის ბიუჯეტს, არ არის გამორიცხული ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, ქალაქის მერიამ იმ შენიშვნების მიხედვით, რომელიც საკრებულოს ექნება, გადახედოს ბიუჯეტის პირველ ვარიანტს." - თქვა შოთა მურღულიამ.
მიმდინარე წლის ბიუჯეტი 42 მილიონი ლარს შეადგენდა, რაც 2013 წლის ბიუჯეტს თითქმის 1 მილიონი ლარით ჩამორჩებოდა. ახალი 2015 წლის ბიუჯეტი, რომელიც წლევანდელზე მილიონიანი მატებით იგეგმება, სავარაუდოდ, 2013 წლის ბიუჯეტს გაუტოლდება.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა