აქციას "არა ანექსიას" ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან შეუერდა
რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე
აქციას "არა ანექსიას" ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან შეუერდა.
"არასოდეს ყოფილა თქვენს წინაშე არჩევანი ასე ცხადი. ჩვენს წინაშეა ორი ურთიერთდაპირისპირებული მოდელი, ერთი რომლისაც გვჯერა ჩვენ, მეორე, რომლისაც სჯერა ივანიშვილს. ამ ორს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ერთის მხრივ არის ღორსეული, მეორე მხრივ, მიჯირყნილი საქართველო",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
"იყო დრო, როცა მტერი მოადგა საქართველოს კარიბჭეს, რუსთავლზე უამრავი ქვეყნის ლიდერი იდგა. აქ იდგა უკრაინის პრეზიდენტი. როცა უკრაინას გაუჭირდა, არ ჩამოსულა საქართველოს არც ერთი ლიდერი, მაგრამ აქ დადგნენ ჩვენი ბიჭები."- თქვა სააკაშვილმა.
აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ორი დღის წინ გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ხსოვნას, რასაც ექსპრეზიდენტიც შეუერთდა.
აქცია თითქმის 2 საათი გაგრძელდა.
თავდაპირველად მომიტინგეებმა მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყეს და რუსთაველის პროსპექტისაკენ გადაინაცვლეს, სადაც მათ სიტყვით მიმართეს პოლიტიკურმა ლიდერებმა. მათ საზოგადოებასა და ხელისუფლებას რუსების აგრესიის გაპროტესტებისაკენ მოუწოდეს. მიტინგზე შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისი უნდა გახდეს.
..
ავტორი: ანა ჯიქია. გიგა გელხვიიძე