თვითმმართველობის კონკურსის მონაწილეები ტესტებს საშუალო სირთულისად აფასებენ
ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების მსურველთა პირველმა ნაკადმა ტესტირების პროცესი დაასრულა. კონკურსანტების თქმით, ტესტები საშუალო სირთულის იყო.
"არ ვიყავი კარგად მომზადებული. სამწუხაროდ, რამდენიმე ქულა დამაკლდა." -განგვიცხადა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა
არ ისურვა.
" არ იყო მანდამაინც რთული, თუმცა უნარები გამიჭირდა. საბოლოო ჯამში, მაინც ჩავაბარე"-განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.
" ტესტები საშუალო სირთულის იყო. უფრო ადმინისტრაციული კანონები გამიჭირდა, მაგრამ ჩავაბარე"- აღნიშნა სოფიო ფურცხვანიძემ.
საშუალო სირთულის აღმოჩნდა ტესტები დათო ლიკლიკაძისთვის. "შემიძლია ვთქვა, რომ ტესტები საშუალო სირთულის იყო. 51 ქულა ავიღე. როგოც ვიცი, კონკურსანტების ნაწილმა საკმაოდ მაღალი ქულები აიღო, თუმცა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს."-გვითხრა მან.
ამ დროისათვის ტესტირებას, ქუთაისში, კონკურსანტების მეორე ნაკადი გადის.
ავტორი: ანა ჯიქია