|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ემზარ კვიციანი ციხეში 12 წლით გაუშვეს

ემზარ კვიციანს ზუგდიდის სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვიციანის ადვოკატი, რევაზ კახნიაური განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. მისი თქმით, კვიციანის ბრალეულობა არ დასტურდება.
"სამწუხარო ერთი რამ არის, ემზარ კვიციანს სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუკერა საქმე, რომელშიც არც კვალიფიკაციით, არც გამოძიებით, კვიციანის ბრალეულობა არ დასტურდება", - განაცხადა კახნიაურმა.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი 
2006 წლიდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა. მიმდინარე წლის 28 თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, სამართალდამცველებმა აეროპორტში დააკავეს.

ავტორი: ნიუპრესი