ქვეყნის ბიუჯეტიდან 28 უშუქო სოფლის გამრიცხველიანებისთვის 6 მლნ ლარი გამოიყო
საქართველოს ვიცე–პრემიერმა და
ენერგეტიკის მინისტრმა,
კახა კალაძემ
სამინისტროს მიერ
2013–2014 წლებში გაწეული
საქმინობის შედეგები
შეაჯამა.
ენერგეტიკის მინისტრი მთავარ მიღწევად
რეგიონებში "ენერგო
პრო ჯორჯიას"
აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას და
უშუქო სოფლების
ელექტროფიკაციას ასახელებს:
"აქამდე ერთ–ერთ დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენდა უშუქო სოფლები. იქ მცხოვრებ მოსახლეობას არ მოეწოდებოდა ელექტროენერგია. არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით, უშუქო სოფლებისთვის გამოიყო 6 მლნ ლარი. განხორციელებული ელექტროფიცირების სამუშაოების შედეგად ელექტროენერგია მიეწოდება 8 უშუქო სოფელს. პროექტის ფარგლებშიც დაიხარჯა 1მლნ 39 ათასი ლარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს და დასრულდება 20 უშუქო სოფლის ელექტროფიცირების სამუშაოები.", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი