|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ქალი უკვე დაკავებულია

სამტრედიის რაიონში მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ქალი უკვე დაკავებულია. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შ.ს.ს.-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში მცირეწლოვანი ბავში დაახლოებით 3 კვირის წინ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ოჯახის ახლობელია, რომელსაც შვილი ერთი წლის წინ გარდაეცვალა. გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, ბავშვი ოჯახთან ერთად, სოფელ ღანირში ცხოვრობდამათივე ცნობით, ოჯახს ახლო ნათესავი ქალი სტუმრობდა, რომელსაც შვილი ერთი წლის წინ გარდაეცვალა

"ამ ქალმა, რომელიც ბავშვს მამიდად ეკუთვნოდაოჯახის წევრებს სთხოვა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი მასთან, სოფელ ჩხენიშში გაეშვათ სტუმრად, სადაც შემდეგ  ბავშვი სავარაუდოდ ბალიშით გაგუდა", - აცხადებენ მეზობლები. მათივე თქმითქალი ყვებოდა, რომ მისი შვილის გარდაცვალების დროს ნათესავის ბავშვი იცინოდა და შური იძია.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა